Thursday, 1 September 2011

თვალი ადევნეთ თქვენი ოჯახის წყლის მოხმარებას

ამ გაკვეთილზე მოსწავლეები შეამოწმებენ მათი ოჯახების მიერ ეღთ დღეში მოხმარებული წყლის რაოდენობას. ჩაიწერენ ინფორმაციას Excel-ის შაბლონში, გაანალიზებენ და შეადარებენ ერთმანეთის მონაცემებს. შემოგვთავაზებენ წყლის დაზოგვის სამ საშუალებას. ეს გაკვეთილი შეიძლება ჩატარდეს გარემოს დაცვის თემის განხილვისათვის.

მიმოხილვა

· გაკვეთილის გეგმა

· მასწავლებლის გზამკვლევი

· გაკვეთილის პროცედურა

· საჭირო რესურსები

· გაკვეთილის დამატებითი აქტივობები

გაკვეთილის გეგმა

კლასის დოენე

დაწყებითი საფეხური (5–6 კლასი), საბაზო საფეხური (7–9 კლასი)

საგანი

მათემატიკა, ბუნებისმეტყველება

დრო

2–3 გაკვეთილი (45 წუთიანი პერიოდებით)

პროგრამები

Microsoft Office Excel და PowerPoint

რესურსები

· მოსწავლეებისთვის დასარიგებლად ამობეჭდილი დავალება

· შესავსები ცხრილის შაბლონი

· 1 ლიტრი წყალი

მასწავლებლის გზამკვლევი

ამოცანები

· მოსწავლეები ცნობენ სისტემის კომპონენტებს, სტრუქტურას და ორგანიზაციას. მათ შორის ურთიერთკავშირს.

· მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიურ რესურსებს ამოცანის ამოსახსნელად და აკეთებს გააზრებულ დასკვნებს.

· მოსწავლეები იყენებნ ტექნოლოგიურ ხელსაწყოებს მონაცემთა დასამუშავებლად და რეზულტატების წარმოსადგენად.

მიზნები

· მოსწავლეები გამოიყენებენ Office Excel ელექტრონულ ცხრილს ოჯახის მიერ გამოყენებული წყლის რაოდენობის დასადგენად.

· მოსწავლეები გამოიყენებენ ინტერნეტ რესურსებს ერთამნეთის მონაცემების შესადარებლად.

· მოსწავლეები გამოავლენენ წყლის მოხმარების შემეცნების გზებს.

გაკვეთილის მსვლელობა

შესავალი

წყალი ადამიანის სიცოცხლისათვის ერთ–ერთი აუცილებლობაა. ჩვენ მას დაუფიქრებლად ვიყენებთ ყოველ დღე. რისთვის იყენებს წყალს თქვენ და თქვენი ოჯახი?

რა რაოდენობით წყალს მოიხმარს თითოეული პროცედურა? მაგალითდ რა რაოდენობით წყალი იხარჯება 5 წუთი შხაპის მიღებისას? რა რაოდენობით წყალი იხარჯება ჭურჭლის ხელით ან ავტომატურად რეცხვისას? ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, ხუთ წუთიანი შხაპის მიღებისას საშუალოდ 55–95 ლ წყალი იხარჯება. ჭურჭლის ხელით რეცხვისას 45–75 ლიტრი. ჭურჭლის სარეცხი მანქანა საშუალოდ მოიხმარს 34–45 ლიტრს თვალსაჩინოებისათვის იქნება საკამრისი 1 ლიტრი წყალი?

ერთი სული მოსახლე საშუალოდ წლის განმავლობაში მოიხმარს 378 540 ლიტრ წყალს (ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტო). საშუალოდ პიროვნება დღეში ხარჯავს 378 ლიტრ წყალს. დათვალეთ მოახლოებით რა რაოდენობით წყალს მოიხმარს თქვენი ოჯახი, წვიმიან შაბათ დღეს როდესაც ყველა წევრი სახლშია.

ამ აქტივობისას თქვენ ნაბიჯ–ნაბიჯ შეავსებთ Excel–ის ელექტრონულ ცხრილს და დაადგენთ გამოყენებული წყლის მოცულობას. დაწერეთ რეზულტატების ანალიზი და თქვენი დასკვენები.

ძირითადი აქტივობა

ძირითდი აქტივობის დეტალები დაფიქსირებულია მოსწავლეებისათვის ამობეჭდილ დავალების ფურცელზე.

ნაბიჯი 1 – „გამოთვალეთ თქვენი ოჯახის მიერ გამოყენებული წყლის რაოდენობა“

ნაბიჯი 2 – „წარმოადგიენთ თქვენი რეკომენდაციები“

დასკვნა

· მოსწავლეები კლასს წარმოუდგენენ თავიანთ დასკვნებს და რეკომენდაციებს:

· მიზეზების ასახვა წყლის გამოყენების ვარიაციაზე (მაგ: ოჯახის წევრების რაოდენობა, კონკრეტული პროფესია ან სამუშაო, გასართობი აქტივობები)

· კლასმა უნდა მიანიჭოს რეკომენდაციების პრიორიტეტები.

· გონებრივი იერიში მიიტანოს წყლის ეკონომიის სხვა გზებზე.

· შეაფასეთ მოსწავლე:

· ჩაბარებული Excel ცხრილების დოკუმენტების სიზუსტისა და ზედმიწევნითობის საფუძველზე

· PowerPoint პრეზენტაციით, რომელიც წყლის შენახვის სამ გზას წარმოადგენს.

საჭირო რესურსები

· მოსწავლეებისთვის ამობეჭდილი დავალება

· ელექტრონული ცხრილის შაბლონი

· 1 ლიტრი წყალი

გაკვეთილის დამატებითი აქტივობები

· შეაქმენვინეთ მოსწავლეებს მოძიებული მონაცემების დიაგრამა

· კლასის დონის მიხედვით შესაძლებელია გამოიყენოთ ახალი ელექტრონული ცხრილი საკუთარი ფორმულირებით და დიაგრამებით

· მოსწავლეები შექმნიან ბროშურას თემაზე „წყალი და გარემოს დაცვა“

p.s. ეს გაკვეთილი კონკრეტულად ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლებას ეხება, გაკვეთილის სასწავლო მიზანია რომ მოსწავლემ იცოდეს ისტ–თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდეს ოპერაციებს, ციფრული პროდუქტების შემქნელ საშუალებებს, დაეუფლოს კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს. მოსწავლე აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითდ:ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება).